ჩვენ ვიღებთ კარდინალურად განსხვავებულ კონსტიტუციას, რაც არის ქვეყნის საპარლამენტო მოდელზე გადასვლა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა საკონსტიტუციო კომისიის შემაჯამებელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა. ზვიად ძიძიგური არასამთავრობოების შეთავაზებას, რომელიც საარჩევნო ბარიერი 3%-მდე შემცირებას ეხება, არ ეთანხმება.
"ალტერნატიულო წინადადებების განხილვის დრო გვექნება, თუმცა არ ვემხრობი საარჩევნო ბარიერის 3%-მდე დაწევას. ვემხრობი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და ვფიქრობ, რომ თითიდან გამოწოვილი მიზეზების გამო, ამ პროცესს ხელი არ უნდა შეეშალოს", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.