„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ

„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ

„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები მონაწილეობას იღებენ მოლდოვაში, ქალაქ კიშინოვში, ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანების შავი ზღვის რეგიონულ კონფერენციაზე,

სახელწოდებით „ერთიანი ევროპა სამართლიანობისა და დემოკრატიისთვის.“ „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები კონფერენციაზე საქართველოს მიერ მიღწეული შედეგების, გამოწვევების და სამომავლო გეგმების შესახებ ანგარიშს წარმოადგენენ. კონფერენცია ტარდება ყოველწლიურად და მასში ჩართული არიან შავი ზღვის რეგიონის ქვეყნები, ევრო პარლამენტის წარმომადგენლები და სხვა ევროპული ორგანიზაციები.კონფერენციის ძირითადი თემებია: რეგიონში არსებული ეკონომიკური სამართლიანობა, ადამიანის უფლებები, და სხვა მნიშვნელოვანი გამოწვევები.

ქალაქ კიშინოვში მძიმე მეტეოროლოგიური პირობებია შექმნილი. დიდთოვლობის შედეგად ქალაქში გამოცხადდა საგანგებო სიტუაცია, გადაიკეტა გზები და შეფერხდა მოძრაობა. „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა, კონფერენციის მონაწილეებთან ერთად, თანადგომა გამოუცხადეს ადგილობრივ მოსახლეობას და გზების გაწმენდით სამუშაოებში თავიანთი წვლილი შეიტანეს.