ავღანეთში სამხედრო ბაზაზე თავდასხმას 140 ჯარისკაცი ემსხვერპლა

ავღანეთში სამხედრო ბაზაზე თავდასხმას 140 ჯარისკაცი ემსხვერპლა

ავღანეთის ქალაქ მაზარი-შარიფთან თალიბი მებრძოლები სამხედრო ბაზას თავს დაესხნენ და 140 ჯარისკაცი მოკლეს. „ალჯაზირას“ ცნობით, არიან დაშავებულებიც. გავრცელებული ინფორმაციით, მებრძოლებს სამხედრო ფორმა ეცვათ. თავდასხმა პარასკევის ლოცვის შემდეგ ერთ-ერთ მეჩეთთან მდებარე სამხედრო ბაზაზე მოხდა. ექვსმა თავდამსხმელმა სამხედრო ბაზაზე შეღწევა ორი სამხედრო მანქანით შეძლო. მათ დაცვის თანამშრომლები მოატყუეს, თითქოს მანქანებით დაჭრილი ჯარისკაცები სასწრაფოდ ბაზის ტერიტორიაზე უნდა შეეყვანათ.

მომხდარზე „თალიბანის“ პრესსპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობამ აიღო.