არჩილ თალაკვაძე:   საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დათქმულ დროში დაასრულა

არჩილ თალაკვაძე: საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დათქმულ დროში დაასრულა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისია კანონმდებლობის სრული დაცვით შეიქმნა და მან მუშაობა დათქმულ დროში დაასრულა. 

როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მზად არის კონსტიტუციის ახალი პროექტი, რომელზეც საჯარო განხილვები რამდენიმე დღეში დაიწყება.

,,საკონსტიტუციო კომისია კანონმდებლობის სრული დაცვით იყო შექმნილი. მან მუშაობა დათქმულ დროში დაასრულა. პრაქტიკულად მზად არის კონსტიტუციის ახალი პროექტი, რომელიც ორიენტირებული იქნება ქვეყნის გრძელვადიან სტაბილურობაზე. ის ასახავს ყველა იმ პრინციპს, რომელიც საპარლამენტო რესპუბლიკის ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი. მომდევნო დღეებში ვიწყებთ საჯარო განხილვებს. შემდგომ ეს დოკუმენტი პროცედურის სრული დაცვით, სამი მოსმენით იქნება განხილული პარლამენტში, სადაც ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას ექნება შესაძლებლობა თვალი მიადევნოს პოცესს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა უკვე დაასრულა. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების მიერ მომზადებულ პროექტს კენჭი 22 აპრილს ეყრება.