ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი მუშაობას სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გააგრძელებს. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” პაატა ხიზანაშვილმა თავად განუცხადა.
“მუშაობას სდსს-ში გავაგრძელებ, თუმცა კონკრეტულად რა თანამდებობაზე, ეს ჯერ დადგენილი არაა“, - განაცხადა ხიზანაშვილმა.
ქვემო-ქართლის უკვე ყოფილი გუბერნატორისთვის უცნობია, ვინ შეცვლის მას, თუმცა როგორც აღნიშნა, ახალი გუბერნატორი მმართველი გუნდის წევრი იქნება.
„ყველა დაეხმარება მას რეგიონში არსებულ გამოწვევებთან გამკლავებაში“, - დასძინა მან.
პაატა ხიზანაშვილმა გუბერნატორის თანამდებობა დღეს დატოვა.