ფრანგმა სამართალდამცავებმა პარიზში, შანზ-ელიზეზე გუშინ განხორციელებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილის სამი ახლობელი დააკავეს.
Le Figaro-ს ინფორმაციით, ისინი დაკითხვაზე იმყოფებიან.
დაკავებული სამი პირი თავდამსხმელის, საფრანგეთის 39 წლის მოქალაქის „ახლო წრეში“ მოიაზრებიან. ისინი მის ბინაში იმყოფებოდნენ, როდესაც სამართალდამცავებმა გუშინ ღამით იქ ჩხრეკა განახორციელეს.
მამაკაცი, რომელმაც პარიზში, შანზ-ელიზეზე გუშინ ცეცხლი გახსნა, ლიკვიდირებულია. უცხოური მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 1 სამართალდამცავი, 1 პოლიციელი კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.