ტერორისტები ქვეყნის გახლეჩვას ცდილობენ, ისინი ვერ დაგვამარცხებენ

ტერორისტები ქვეყნის გახლეჩვას ცდილობენ, ისინი ვერ დაგვამარცხებენ

თავდამსხმელები ჩვენში პანიკის დათესვას ცდილობენ, რათა შეაფერხონ დემოკრატიული პროცესი, საპრეზიდენტო არჩევნები, - განაცხადა საფრანგეთის საპრეზიდენტო კანდიდატმა ემანუელ მაკრონმა რადიოსადგურ RTL-ის ეთერში.

„ვფიქრობ, ამ ჟამს ყველას პასუხისმგებლობის შეგრძნება უნდა გაგვაჩნდეს. არ უნდა დავხაროთ თავი, ვინაიდან რის მიღწევასაც ტერორისტები ცდილობენ, ეს შიშის დათესვა და ქვეყნის გახლეჩვაა. ისინი ვერ შესძლებენ ჩვენ დამარცხებას“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

მისი თქმით, მარინ ლე პენი ვერ შესძლებს ფრანგების დაცვას.

„ნულოვანი რისკი არ არსებობს. ვინც იტყვის, რომ მასთან ერთად ამგვარი რისკი არ იარსებებს, ის უპასუხისმგებლოდ იქცევა. მარინ ლე პენი არ არის ის ადამიანი, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს დაიცავს“, - დასძინა მაკრონმა.

პარიზში, შანზ-ელიზეზე მამაკაცი, რომელმაც ცეცხლი გახსნა ლიკვიდირებულია. უცხოური მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 1 სამართალდამცველი, 1 პოლიციელი კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.