მომდევნო დღეების განმავლობაში დამატებით 50 000 პოლიციელი და ჟანდარმი მობილიზებული იქნება, რათა საარჩევნო პროცესის მშვიდობიანად ჩატარება უზრუნველყონ, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ბერნარ კაზნიოვმა თავდაცვის საბჭოს სხდომის შემდეგ.
„მთავრობა მობილიზებულია. არაფერმა არ უნდა შეაფერხოს ჩვენი ქვეყნისთვის ეს დემოკრატიული მომენტი“, - აღნიშნა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა.
პარიზში, შანზ-ელიზეზე მამაკაცი, რომელმაც ცეცხლი გახსნა ლიკვიდირებულია. უცხოური მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 1 სამართალდამცველი, 1 პოლიციელი კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.