სოფო კილაძე და ანრი ოხანაშვილი ტორბიორნ იაგლანდს შეხვდნენ

სოფო კილაძე და ანრი ოხანაშვილი ტორბიორნ იაგლანდს შეხვდნენ

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე დაკომიტეტის წევრი, ანრი ოხანაშვილი სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს გენერალურმდივანს, ტორბიორნ იაგლანდს შეხვდნენ.

დეპუტატებმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, საქართველოში მიმდინარე ის რეფორმები გააცნეს,რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს. შეხვედრაზე ასევე, აღინიშნაპარლამენტისა და კომიტეტის მნიშვნელოვანი როლი ამ პროცესში. პარლამენტარებმა გენერალურ მდივანსგააცნეს კომიტეტის პრიორიტეტები, კერძოდ ადამიანის უფლებების ინსტიტუციური გარანტიებისგაუმჯობესება, თანასწორობის უფლების უზრუნველყოფა, სოციალური და ეკონომიკური უფლებები.

ტორბიორნ იაგლანდი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის მონიტორინგისმიმართულებით, პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისწამყვან როლს მიესალმა. მან ქართულ მხარეს შემდგომი რეფორმირების პროცესში მხარდაჭერა გამოუცხადა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია ადამიანის უფლებებისდაცვის სფეროში ბოლო წლებში. ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ ამ მიღწევების კვალდაკვალ საქართველომდაიმსახურა ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფის ქვეყნებიდან გადმოვიდეს პოსტ-მონიტორინგის ქვეყანათაჯგუფში.

ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის წევრები შეხვდნენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმდივანს, ვოიცეკ სავიცკის, ასევე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანისუფლებათა კომიტეტის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, გიუნტერ შირმერს და სხვა მაღალი თანამდებობისპირებს.

შეხვედრები გაიმართა ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, საგანგებო დასრულუფლებიანი ელჩის, კოტე კორკელიას აქტიური მხარდაჭერითა და ორგანიზებით.

დეპუტატების ვიზიტი სტრასბურგში დღეს დასრულდება.