ქვემო ქართლის გუბერნატორმა შესაძლოა თანამდებობა დატოვოს

ქვემო ქართლის გუბერნატორმა შესაძლოა თანამდებობა დატოვოს

ქვემო ქართლის გუბერნატორმა შესაძლოა თანამდებობა დატოვოს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავად ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა განუცხადა, „არის საუბარი მის სხვაგან გასავლაზე“.

”არის რაღაც ცვლილებებზე ლაპარაკი, რასაც ძალიან მალე გაიგებთ. შეიძლება სხვაგან გადავიდე, თუმცა გადაწყვეტილი ჯერ არაფერია”, - განაცხადა ქვემო-ქართლის გუბერნატორმა.

პაატა ხიზანაშვილი ქვემო ქართლის გუბარნატორის თანამდებობას 2014 წლის დეკემბრიდან იკავებდა. იქამდე ის „ქართუ ჯგუფში“ სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.