სამართალდამცველების ინფორმაციით, პირი, რომელმაც პარიზში პოლიციელებს ესროლა, წარმოშობით ფრანგი იყო. დაჯგუფება ”ისლამურ სახელმწიფოში” კი მას ბელგიელად” მოიხსენიებენ.
პარიზში, შანზ-ელიზეზე მამაკაცი, რომელმაც ცეცხლი გახსნა ლიკვიდირებულია. უცხოური მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 1 სამართალდამცველი, 1 პოლიციელი კი დაშავდა.
მომხდარის გამო პარიზში გაძლიერდა უსაფრთხოების ზომები, პოლიცია დედაქალაქის მასშტაბით ინტენსიურად პატრულირებს. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.