საქართველოში ვიზიტით მყოფი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს

საქართველოში ვიზიტით მყოფი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს

დღეს, 10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უნგრეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. 

უნგრელ კოლეგას საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს, რის შემდეგაც მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. 

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ორი ქვეყნის მთავრობებს შორის დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონია. 11:30 საათზე, ვიქტორ ორბანი და გიორგი კვირიკაშვილი მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. 

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმი გაიმართება, რომლის მონაწილეებს 12:00 საათზე გიორგი კვირიკაშვილი და ვიქტორ ორბანი მიმართავენ.

დღესვე უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.


უნგრეთის სამთავრობო დელეგაცია საქართველოს გუშინ ეწვია.