საფრანგეთის სამართალდამცავი ორგანოები არ გამორიცხავენ, რომ პარიზში მომხდარი სროლა ტერაქტი იყოს

საფრანგეთის სამართალდამცავი ორგანოები არ გამორიცხავენ, რომ პარიზში მომხდარი სროლა ტერაქტი იყოს

საფრანგეთის სამართალდამცავი ორგანოები არ გამორიცხავენ, რომ ელისეის მინდვრებზე მომხდარი სროლა ტერაქტი იყოს, - ამის შესახებ „როიტერი“ წყაროზე დაყრდნობით წერს. მათივე ინფორმაციით, ავტომანქანა, რომელშიც უცნობი პირები ისხდნენ, პოლიციის ავტომანქანასთან გაჩერდა და სროლა დაიწყო. თვითმხილველები იუწყებიან, რომ ავტომაქანიდან გადმოსული პირი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა. 

გუშინ საღამოს საფრანგეთის დედაქალქში მომხდარი სროლების შედეგად ერთი პოლიციელი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. ერთი თავდამსხმელი ნეიტრალიზებულია, ხოლო ერთს ეძებენ.