პარიზში, შანზ-ელიზეზე სროლების შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა

პარიზში, შანზ-ელიზეზე სროლების შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა

პარიზში, შანზ-ელიზეზე, წუხელ ღამით ადგილი ჰქონდა სროლებს. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები, - იუწყება ფრანგული გამოცემა L’Express. გამოცემის ინფორმაციით, ერთი პოლიციელი მოკლულია, ერთი დაჭრილი, ერთი თავდამსხმელი ნეიტრალიზებულია, ერთს კი ეძებენ.

პარიზის პრეფექტურა მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ინციდენტის ადგილთან მიმოსვლისგან. ინციდენტის ადგილი ბლოკირებული იყო პოლიციის მიერ.