სერგეი ლავროვის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტი არის მტრული აქტი და ცინიკური დამოკიდებულება საქართველოს მიმართ

სერგეი ლავროვის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტი არის მტრული აქტი და ცინიკური დამოკიდებულება საქართველოს მიმართ

სერგეი ლავროვის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტი არის მტრული აქტი და ცინიკური დამოკიდებულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით, რუსეთის მხრიდან ეს პოლიტიკა ნამდვილად მცდარია და აზიანებს მთლიანობაში საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის მოგვარების პერსპექტივებს. 

”ლავროვის ვიზიტი არის არა მარტო საერთაშორისო სამართლის დარღვევა და არაკორექტული მოქმედება, ეს არის მტრული აქტი და ცინიკური დამოკიდებულება საქართველოს ტერიტორული მთლიანობის მიმართ. რუსეთთან გვაქვს გარკვეული დიალოგი და გვაქვს მცდელობა ურთიერთობის ნორმალიზაციის. ამ ვითარებაში რუსეთი იგნორირებას უკეთებს საქართველოს წუხილს, საქართველოს პრობლემას და ატარებს ხისტად საკუთარი ინტერსების პოლიტიკას რეგიონში, მათ შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ასეთი უხეში ხელყოფით. მე ვფიქრობ, ეს პოლიტიკა ნამდვილად მცდარია და აზიანებს მთლიანობაში ჩვენ და რუსეთს შორის ურთიერთობის მოგვარების პერსპექტივებს”, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა. 

სერგეი ლავროვი 18-19 აპრილს ორდღიანი ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და რუსეთის საელჩოს ახალი შენობა გახსნა.