ირაკლი სესიაშვილი ოპოზიციას:  პოლიტიკა ნოკაუტი არ არის, რომ ნულამდე დაგვემარცხებინეთ

ირაკლი სესიაშვილი ოპოზიციას: პოლიტიკა ნოკაუტი არ არის, რომ ნულამდე დაგვემარცხებინეთ

მაოცებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაიშალა, მაგრამ რეალურად თქვენ ხომ არ დაშლილხართ და იმავე იდეოლოგიის მატარებლები ხართ, რასაც 9 წელი აკეთებდით და თქვენი განცხადებებით დღესაც აგრძელებთ მავნებლურ პოლიტიკას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც ოპონენტებს მიმართა. 

„არ მაოცებს ის, რომ ბათუმის მოლენებთან მიმართებაში ზოგიერთმა თქვენგანმა სოლიდარობა გამოაცხადა; არ მაოცებს ის, რომ ბატონი კანდელაკი არის გამორჩეული პროევროპელი და რეალურად, ქვეყნის ვიზალიბერალიზაციას დახლქვეშიდან ებრძოდა, რომ ამით „ქართული ოცნების“ წარმატება არ დაფიქსირებულიყო“, - განაცხადა სესიაშვილმა.

დეპუტატი ასევე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საკონსტიტუციო კომისიის დატოვებას.

„რომან გოცირიძე გვესაუბრებოდა, რომ „ქართული ოცნება“ საარჩევნო კონსტიტუციას ქმნის. ბატონო რომან, დღეს არსებული კონსტიტუციის ფარგლებშიც „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოაგროვა და მე მგონი, პოლიტიკა ნოკაუტი არ არის, რომ ნულამდე დაგვემარცხებინეთ. ამიტომ, თუ დაფიქრდებით, ახალი კონსტიტუცია მეტ შანსს აძლევს სხვა პოლიტიკურ ძალებსაც. ისე, სხვათაშორის, თუ კომისიას ტოვებთ მაშინ, როდესაც კომისიამ, ფაქტობრივად, მუშაობა დაასრულა, შეგეძლოთ წინა კომისიებიც დაგეტოვებინათ. ქალბატონი სალომე სამადაშვილი გვესაუბრებოდა ეროვნულ თანხმობაზე, თუმცა ეროვნული თანხმობა არ მოუთხოვიათ მაშინ, როდესაც თქვენი მიშა ითხოვდა ნულოვან ტოლერანტობას. თქვენგან დემოკრატიაზე ლექციების მოსმენა რთულია. ბათუმის მოვლენებს. მაგრამ არ მაოცებს ის, რომ ჩვენს შორის არის ფუნდამენტური განსხვავება და ეს განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ევროკავშირის, აშშ, ნატო, ყველა უმაღლესად აფასებს ქვეყანაში განვითარებულ რეფორმებს, პროგრესს, თქვენ ამას კატასტროფად აფასებთ. ბატონი კანდელაკი პრორუსულობას გვწამებს და ქვეყანამ ასოცირების შეთანხმებას მიაღწია, ვიზალიბერალიზაცია გვაქვს და სულ რაღაც ერთ თვეში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჩატარდება“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.