რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, „რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დათბობა გავლენას არ მოახდენს რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” მხარდაჭერის ხარისხზე“.
ზახაროვას თქმით, მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობების დათბობა 2012 წლის ოქტომბერს არჩეული საქართველოს ახალი მთავრობის ინიციატივით დაიწყო.
„იმ მომენტისთვის ჩვენი ურთიერთობები ღრმა კრიზისს განიცდიდნენ. ამის მიზეზი კი სააკაშვილის რეჟიმის სისტემური ანტირუსული პოლიტიკა, საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების პროცესის ტოტალური საბოტაჟი იყო. ამ სიტუაციამ პიკს 2008 წელს მიაღწია“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.
დიპლომატმა აღნიშნა, რომ რუსეთი ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებას.