საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძესთან და მთავრობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დღეს სოფელ წაბლანას ეწვევა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ისინი პატივს მიაგებენ 1989 წლის 19 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას.
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში 28 წლის წინ ეკოლოგიური ტრაგედია მოხდა. 1989 წლის 19 აპრილს უეცრად ჩამოწოლილმა მეწყერმა მთის მთლიანი კალთა მოწყვიტა და სოფელი წაბლანა მეწყერის ქვეშ მოაქცია. ყველაფერი რამდენიმე წუთში მოხდა. მძინარე ადამიანებმა გაღვიძებაც კი ვერ მოასწრეს. მეწყერმა 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის სამი ბავშვის.