ძალიან კარგია, რომ ამდენ ადამიანს აქვს სტარსბურგში ყოფნის ამბიცია, -ამის შესახებ ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების შეფასებისას განაცხადა.
საყვარელიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ამჯერადაც საკითხის „პოლიტიკური გათამაშება“ მოხდება, შესაძლებელია ეს საზოგადაოებისთვის მოსაბეზრებელი გახდეს.
„რამდენიმე ნაცნობი სახელი და გვარი, რა თქმა უნდა, არის. რა თქმა უნდა, არ უნდა განმეორდეს ის, რაც ადრე მოხდა და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ არ განმეორდება. ძალიან კარგია, რომ ამდენ ადამიანს აქვს ამბიცია სტარსბურგში ყოფნის.
საინტერესო პროცესი შეიძლება განმეორდეს. თუ ახლაც იგივე პრობლემა გაისმა, რომ რაღაც გათამაშდა პოლიტიკური მიზნით, ეს უკვე შეიძლება ცოტა მომაბეზრებელიც კი გახდეს საზოგადოებისთვის,“-განაცხადა რამაზ საყავრელიძემ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის სურვილს 68 კანდიდატი გამოთქვამს.