მთავარი და მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ მივიღოთ ისეთი კონსტიტუცია, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით დასმული იმ კითხვის საპასუხოდ, რომლის თანახმადაც, პოლიტიკური პარტიების გარკვეულმა ნაწილმა კომისიას ბოიკოტი გამოუცხადა.
„გავრცელებული იყო ინფორმაცია, რომ გარკვეული არასამთავრობოები, კონკრეტული პიროვნებები ამის გაკეთებას გეგმავდნენ. ეს იქნებოდა მათი მხრიდან პოლიტიკური ნაბიჯი, თითქოს ბოიკოტს უცხადებდნენ საკონსტიტუციო კომისიას. მთავარია ერთი - ცხადია, რომ კომისიამ მართლა იმუშავა, იყო შრომატევადი, მასშტაბური სამუშაო. ამ პროცესში სხვადასხვა ექსპერტი, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები იყვნენ ჩართულები. მთავარი და მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ მივიღოთ ისეთი კონსტიტუცია, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება და ვენეციის კომისია, როდესაც განხილვას დაიწყებს, ალბათ, იქნება რეკომენდაციები, შესაბამისად, იქნება ყველაფერი გათვალისწინებული, თუმცა მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ საკონსტიტუციო კომისია მუშაობის შედეგად მიიღებს ისეთ კონტიტუციას, რომელიც იქნება გასწორებული, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება“, - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, წინასწარ უკვე ცნობილი იყო, რომ გარკვეული არასამთავრობო, თუ პოლიტიკური პარტიები და პიროვნებები საკონსტიტუციო კომისიისთვის ბოიკოტის გამოცხადებას გეგმევდნენ.
„ეს იქნებოდა მათი მხრიდან თითქოს ზიანის მიყენება საკონსტიტუციო კომისიაზე, რომ თითქოს მათ ვერ შეძლეს და ვერ მოახერხეს მუშაობა, რაც აბსურდია“, - განაცხადა კალაძემ.