დეპუტატი მიიჩნევს, რომ საქართველო სტაბილურობის ყველა მაჩვენებლით მოწინავე ადგილზეა

დეპუტატი მიიჩნევს, რომ საქართველო სტაბილურობის ყველა მაჩვენებლით მოწინავე ადგილზეა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ ამ ურთულეს სიტუაციაშიც კი საქართველო სტაბილურობის ყველა მაჩვენებლით მოწინავე ადგილზეა.

“მე ვფიქრობ, რომ ამ ურთულეს სიტუაციაში ქვაყანაში როცა სტაბილურობა და ყველა მაჩვენებლით, საერთაშორისო მაჩვენებლით ქვეყანა მოწინავე პოზიციებს იკავებს, უსაფრთხოების სამსახურის წვლილი ამაში მნიშვნელოვანია. შეკითხვები რასაკვირველია არსებობს. მე ვფიქრობ, რომ უნდა ვისაუბროთ უსაფრთხოებაზე და სტაბილურობის შენარჩუნების პერსპექტივაზე, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის. უსაფრთხოება როგორც ტერორიზმის თვალსაზრისით, ასევე იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რაც რუსეთის მიერ თავისი სამხედრო გაძლიერების შედეგი შეიძლება გამოდგეს არა საქართველოში, არამედ სამხრეთ კავკასიაში“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.