თამარ კორძაია:  “რესპუბლიკელებს“ მიგვაჩნია, რომ ალეკო ელისაშვილი არის თბილისის მერობის კარგი კანდიდატი

თამარ კორძაია: “რესპუბლიკელებს“ მიგვაჩნია, რომ ალეკო ელისაშვილი არის თბილისის მერობის კარგი კანდიდატი

ჩვენ ალეკო ელისაშვილს ვგულშემატკივრობთ, როგორც ერთ დამოუკიდებელ დეპუტატს. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას რას მიიღებს “რესპუბლიკური პარტია”, ამას მომავალში მოგახსენებთ, - ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” წევრმა თამარ კორძაიამ ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც შესაძლოა თბილისის მერობის კანდიდატად დასახელდეს. 

“რესპუბლიკელებს“ მიგვაჩნია, რომ ალეკო ელისაშვილი არის კარგი კანდიდატი. ის ყველა სხვა შესაძლო კანდიდატისგან განსხვავებით გამოირჩევა იმით, რომ მთელი მისი წარსული საქმიანობა დაკავშირებულია სწორედ თბილისთან, თბილისის განვითარებასთან. ის არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის ალბათ თბილისის პრობლემები. ჩვენ მას ვგულშემატკივრობთ როგორც ერთ დამოუკიდებელ კანდიდატს. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას რას მიიღებს “რესპუბლიკური პარტია”, ამას მომავალში მოგახსენებთ”, - განაცხადა თამარ კორძაიამ.