“ნაციონალური მოძრაობის” წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, უსაფრთხოების სამსახური თავის ენერგიას და რესურსს ახმარს პოლიტიკური ოპონენტების დევნას, ადამიანების უკანონო მოსმენას და არა სახელმწიფო ინტერესების დაცვას. როგორც გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ვახტანგ გომელაურის პარლამენტში გამოსვლა საჯარო უნდა იყოს.
„ფარული მოსმენების“ შესახებ კანონის განხილვისას ჩვენ დავინახეთ, როგორი გააფთრებით იბრძოდა მთავრობა ამ ანტიკონსტიტუციური კანონის მისაღებად. ეს არის საარჩევნო ინსტრუმენტი. სუს-ი მტრებს უნდა ებრძოდეს, ჯაშუშებს უნდა ავლენდეს და აქტიური მოქალაქეების მოსმენა-თვალთვალით არ უნდა იყოს დაკავებული. სხდომის მნიშვნელოვანი დიდი ნაწილი ღია უნდა იყოს, ხოლო სპეციფიკურ საკითხებზე საუბრისას სხდომა შესაძლებელია დაიხუროს ,”- განაცხადა რომან გოცირიძემ.
პარლამენტში დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური სუს-ის მიერ გაწეული საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს.