ერდოღანი: მჯერა, რომ თურქი ხალხი მხარს დაუჭერს სწრაფ განვითარებას

ერდოღანი: მჯერა, რომ თურქი ხალხი მხარს დაუჭერს სწრაფ განვითარებას

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა რეფერენდუმზე გატანილ საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა სტამბოლში მისცა. 

„ეს რეფერენდუმი არ არის ჩვეულებრივი კენჭისყრა. ჩვენ უამრავი არჩევნები გვქონდა რესპუბლიკის ისტორიაში. რეფერენდუმებიც ჩაგვიტარებია, მაგრამ ამ რეფერენდუმის მიზანი მმართველობის სისტემის შეცვლაა. მჯერა, რომ ჩვენი ხალხი მხარს დაუჭერს სწრაფ განვითარებას“, - განუცხადა ჟურნალისტებს რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა. 

დღეს თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმი იმართება. ამომრჩევლებმა თურქეთის კონსტიტუციაში 18 ცვლილების შეტანას უნდა მისცენ ხმა. ცვლილებები მმართველმა - „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“ მოამზადა. 
ცვლილებები მოიცავს: ქვეყნის საპარლამენტო სისტემიდან საპრეზიდენტოზე გადასვლას, პრემიერ-მინისტრის თანამდებობის გაუქმებას, საპარლამენტო მანდატების რაოდენობის 550-დან 600-მდე გაზრდას და თურქეთის უზენაესი სასამართლოსა და პროკურორების კოლეგიის რეფორმირებას.