17 აპრილიდან ბრწყინვალე შვიდეული იწყება

17 აპრილიდან ბრწყინვალე შვიდეული იწყება

17 აპრილიდან ბრწყინვალე შვიდეული იწყება. აღდგომის შემდეგი კვირა მსგეფსია და მორწმუნეებს ყველანაირი პროდუქტის მიღება შეუძლიათ. 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს საფლავთა კურთხევას აღნიშნავს. 

ამ დღეს მორწმუნეები მიცვალებულთა საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. მათ თან პასქა და წითელი კვერცხები მიაქვთ.

ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ დღეს ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება და მორწმუნეებს ზიარების მიღების შესაძლებლობა აქვთ. 

18 აპრილს, ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, ივერის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულია და ასევე 1616 წელს გარეჯში წამებული 6 000 ბერის ხსენების დღე. 

21 აპრილს, ბრწყინვალე შვიდეულის პარასკევს კი „წყარო ცხოვრებისად“ წოდებული ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული.