სირიაზე სარაკეტო დარტყმა მიმართული იყო ხელისუფლების შეცვლისკენ, თუმცა ეს მცდელობა წარუმატებელი იქნება

სირიაზე სარაკეტო დარტყმა მიმართული იყო ხელისუფლების შეცვლისკენ, თუმცა ეს მცდელობა წარუმატებელი იქნება

სირიაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმა მიმართული იყო სამშვიდობო პროცესის ძირის გამოთხრისა და ხელისუფლების შეცვლისკენ, თუმცა ეს მცდელობა წარუმატებელი იქნება, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ირანისა და სირიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. 

„ამგვარი აგრესიული აქციები აშკარად მიმართულია იმისკენ, რომ ძირი გამოუთხაროს სამშვიდობო პროცესს, რომელიც გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციითაა გათვალისწინებული, რომლის ფარგლებში მხოლოდ სირიელი ხალხი გადაწყვეტს სირიის ბედს“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

მისი თქმით, ამგვარი აქციის კიდევ ერთი მიზანია მოიძებნოს საბაბი რეჟიმის შეცვლისთვის. 

„ეს მცდელობები წარუმატებელი დარჩება“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

„ყველასათვის ცხადია, რომ საერთაშორისო სამართლის დარღვევა მიუღებელია“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა. 

როგორც ლავროვმა აღნიშნა, რუსეთის განაგრძობს დახმარების გაწევას სირიის მთავრობისთვის, რათა ქვეყანაში მშვიდობა აღსდგეს. 

„ბოლო დღეების განმავლობაში ამერიკელი კოლეგები რატომღაც საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთი სირიის ქიმიური განიარაღების გარანტია, თითქოს აშშ-ს ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს“, - დასძინა სერგეი ლავროვმა.