მარინ ლე პენი:   ევროკავშირი მარცხია

მარინ ლე პენი: ევროკავშირი მარცხია

საფრანგეთის საპრეზიდენტო კანდიდატმა მარინ ლე პენმა ევროკავშირი „დიდ მარცხად“ მოიხსენია. აღნიშნულის შესახებ „ეროვნული ფრონტის“ ლიდერმა პოლონურ გაზეთ Rzeczpospolita-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

„მთლიანად ევროკავშირი მარცხია. განსაკუთრებით ევროზონა. დაპირებული კეთილდღეობის ნაცვლად ეკონომიკურმა კავშირმა ყველგან უმუშევრობა და ცუდად ანაზღაურებადი შრომა გამოიწვია“, - განაცხადა მარინ ლე პენმა. 

„თავიდან საზღვრები ღია იყო ცუდად ანაზღაურებადი მუშების მიერ შექმნილი საქონელისთვის. შემდეგ ამას მასობრივი იმიგრაცია მოჰყვა. მაგალითად, გერმანელები იმით, რომ დამატებით 1,5 მილიონ მიგრანტს იღებენ, უპასუხისმგებლო პოლიტიკას ატარებენ, რომელიც მუშებს შორის კონკურენციის ზრდას იწვევს. ეს უსამართლო კონკურენცია მწარმოებლებს შორის მხოლოდ ამძაფრებს დაპირისპირებას საზოგადოებაში“, - განმარტა „ეროვნული ფრონტის“ ლიდერმა. 

„ბრექსითის“ პროცესს მარინ ლე პენმა „ელიტის წინააღმდეგ ბრიტანელი ხალხის რევოლუცია“ უწოდა. მისი თქმით, ეს მაგალითია ყველა ევროპელი ხალხისთვის. 

„როდესაც ფრანგები ამირჩევენ, მე ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან და ევროკომისიასთან მოლაპარაკებებს დავიწყებ, რათა თავისუფალი და სუვერენული ხალხის ევროპა ავაშენოთ, რომლებიც ერთმანეთთან საკუთარი საჭიროებებისა და გეგმების მიხედვით თანამშრომლობენ. ხოლო ჩემი პრეზიდენტად არჩევიდან ექვსი თვის განმავლობაში მე ფრანგებს რეფერენდუმზე ვკითხავ, სურთ თუ არა ევროკავშირში დარჩენა“, - დასძინა მარინ ლე პენმა.