ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაერო-ს გენერალური მდივნის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებას შეუსაბამო უწოდა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაერო-ს გენერალური მდივნის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებას შეუსაბამო უწოდა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეუსაბამო უწოდა გაერო-ს გენერალური მდივნის ოფიციალური წარმომადგენლის სტეფან დიუჟარიკის განცხადებას 9 აპრილს ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და „რეფერენდუმთან“ დაკავშირებით. 

სტეფან დიუჟარიკმა განაცხადა, რომ გაერო-ს სამდივნო წუხს არჩევნებისა და რეფერენდუმის ჩატარების გამო და მათ როგორც ცალმხრივ ქმედებებს განიხილავს, რომლებსაც შეუძლიათ ძირი გამოუთხარონ ჟენევის დისკუსიებს. 

„ეს განცხადება უადგილოა იმის გათვალისწინებით, რომ სამხრეთ ოსეთში ჩატარებული მნიშვნელოვანი პოლიტიკური ღონისძიებები სამხრეთ ოსეთის შიდა საქმე და სუვერენული უფლებაა, რომელიც არანაირად არ ეხება სხვა ქვეყნების ინტერესებს“, - ნათქვამია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ ე.წ. არჩევნები კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით ჩატარდა და სრულად შეესაბამებოდა დემოკრატიის პრინციპებსა და საერთაშორისო სამართლის ნორმებს.