სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნა დააბრძანეს

სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნა დააბრძანეს

სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნა დააბრძანეს. გარდამოხსნა, რომელზეც ამოქარგულია ჯვრიდან გარდამოხსნილი უფალი, ამ წუთებში ტაძარში სპეციალურად მომზადებულ სადგამზე დააბრძანეს. 

გარდამოხსნა საკურთხევლიდან სასულიერო პირებმა მსვლელობით გამოაბრძანეს და ტაძარში ერთხელ შემოატარეს. იგი თავზე ჰქონდა გადაფარებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს და მსვლელობა ამ სახით მიმდინარეობდა ტაძარში. 

გარდამოხსნის გამობრძანებამდე ტაძარში წაიკითხეს წმინდა სახარებიდან ადგილი, სადაც საუბარია უფლის ჯვარცმასა და ვნებებზე. კერძოდ, თუ როგორ გაყიდა 30 ვერცხლად მისმა მოწაფემ იუდა ისკარიოტელმა, საუბარი იყო პილატეს სამსჯავროზე და შემდგომ უფლის ჯვარცმაზე. 

ტაძარში ასევე მსახურების ბოლომდე შესრულდება სპეციალური ლოცვები და საგალობლები, კერძოდ, წაიკითხავენ ღვთისმშობლის დატირებას და შესრულდება დავით გურამიშვილის ლექსზე “იესო” - შექმნილი საგალობელი.