მოსკოვი საფრანგეთის საპრეზიდენტო კანდიდატის ემანუელ მაკრონის შტაბის ბრალდებებს არ ეთანხმება

მოსკოვი საფრანგეთის საპრეზიდენტო კანდიდატის ემანუელ მაკრონის შტაბის ბრალდებებს არ ეთანხმება

მოსკოვი კატეგორიულად არ ეთანხმება საფრანგეთის საპრეზიდენტო კანდიდატის ემანუელ მაკრონის შტაბის ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ კიბერშეტევებისა და მაკრონის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების უკან რუსეთი დგას. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა. 

„ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ამგვარ ბრალდებებს. ეს ბრალდებები უსაფუძვლოა. ოფიციალურ მოსკოვს არანაირად არ შეეძლო და არ შეუძლია კავშირი ჰქონდეს რაიმე კიბერშეტევებთან“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. 

მანვე აღნიშნა, რომ „მოსკოვში მდებარე ოფიციალური წარმომადგენლობები, იქნება ეს საბანკო სტრუქტურები თუ ოფიციალური უწყებები, ხშირად ხდებიან კიბერშეტევის ობიექტები“. 

პოლიტიკური მოძრაობა „წინ“-ის ლიდერი ემანუელ მაკრონი გამოკითხვების თანახმად, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ფავორიტია. აღსანიშნავია, რომ მას მკაცრი პოზიცია აქვს რუსეთთან მიმართებაში.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 23 აპრილს, ხოლო მეორე ტური 7 მაისს გაიმართება.