მუსლიმებს, რომლებიც ევროპაში მიგრანტებად გადადიან, უნდა ესმოდეთ, რომ საცხოვრებლად სხვა უკეთესი ადგილებიცაა

მუსლიმებს, რომლებიც ევროპაში მიგრანტებად გადადიან, უნდა ესმოდეთ, რომ საცხოვრებლად სხვა უკეთესი ადგილებიცაა

მუსლიმებს, რომლებიც ევროპაში მიგრანტებად გადადიან, უნდა ესმოდეთ, რომ საცხოვრებლად სხვა უკეთესი ადგილებიცაა თუ მათ ცხოვრების ევროპული წესის მიღება არ სურთ, - განაცხადა გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ვოლფგანგ შოიბლემ.

აღნიშნულის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ იუწყება. 

„ამგვარ მიგრანტებს, რომლებიც არ იღებენ ცხოვრების ევროპულ წესს, უნდა უთხრან: „თქვენ არასწორი გადაწყვეტილება მიიღეთ“, - აღნიშნა გერმანიის ფინანსთა მინისტრმა. 

„მსოფლიოში ევროპაზე უკეთესი ადგილებია, სადაც ისლამური კანონების ქვეშ შეიძლება ცხოვრება“, - განაცხადა მან.