აშშ-ის მიერ გუშინ ავღანეთში განხორციელებული ოპერაციის შედეგად „ისლამური სახელმწიფოს“ 36 ტერორისტი დაიღუპა

აშშ-ის მიერ გუშინ ავღანეთში განხორციელებული ოპერაციის შედეგად „ისლამური სახელმწიფოს“ 36 ტერორისტი დაიღუპა

გუშინ აშშ-ის მიერ ავღანეთში განხორციელებული ოპერაციის შედეგად „ისლამური სახელმწიფოს“ 36 ტერორისტი დაიღუპა. 

გუშინ, აშშ-მა პირველად გამოიყენა ყველაზე ძლიერი არაბირთვული ბომბი საომარ პირობებში, რომლის სამიზნეც ავღანეთში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ იყვნენ.

ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელის დაულათ უაზირის განცხადებით, სამოქალაქო მოსახლეობის შორის დაშავებულები არ არიან. 

„სამოქალაქო მოსახლეობა არ დაშავებულა. განადგურებულია ბაზა, რომელსაც „ისლამური სახელმწიფო“ თავდასხმების განსახორციელებლად იყენებდა“, - ნათქვამია ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. 

დონალდ ტრამპმა ავღანეთში გუშინ განხორციელებულ ოპერაციას „წარმატებული“ უწოდა.

„ეს იყო კიდევ ერთი ძალიან წარმატებული მისია“, - აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა.