აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს პოლიტიკური ხელმძღვანელობის ნებართვა ჰქონდა ავღანეთში ყველაზე ძლიერი არაბირთვული ბომბის გამოყენებაზე

აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს პოლიტიკური ხელმძღვანელობის ნებართვა ჰქონდა ავღანეთში ყველაზე ძლიერი არაბირთვული ბომბის გამოყენებაზე

აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს აშშ-ის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ნებართვა ჰქონდა ავღანეთში ყველაზე ძლიერი არაბირთვული ბომბის გამოყენებაზე, - აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. 

„ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო შეიარაღებული ძალები გვყავს და მათ შესანიშნავი სამუშაო განახორციელეს. ჩვენ მათ სრული ნებართვა მივეცით“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა ავღანეთში გუშინ განხორციელებულ ოპერაციას „წარმატებული“ უწოდა.

„ეს იყო კიდევ ერთი ძალიან წარმატებული მისია“, - აღნიშნა აშშ-ს პრეზოდენტმა. 

დონალდ ტრამპის თქმით, მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აშშ უფრო წარმატებულად ებრძვის ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“. 

„თუ შევხედავთ რა მოხდა ბოლო რვა კვირის განმავლობაში და შევადარებთ ობამას წინა რვა წელს, უზარმაზარ სხვაობას დავინახავთ“, - დასძინა დონალფ ტრამპმა. 

გუშინ, აშშ-მა პირველად გამოიყენა ყველაზე ძლიერი არაბირთვული ბომბი საომარ პირობებში, რომლის სამიზნეც ავღანეთში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ იყვნენ. 
დარტყმა გუშინ, აჩინის რაიონში ავღანეთის ნანგარხარის პროვიცნციაში განხორციელდა. ის პაკისტანის საზღვართან ახლოს მდებარეობს და ფაქტობრივად არ კონტროლდება. სამიზნე „ისლამური სახელმწიფო“, მათი გვირაბთა სისტემა იყო, რომელსაც „ბოევიკები“ გადასაადგილებლად იყენებენ. 
საუბარია ბომბზე „GBU-43“-ზე, რომლის ჩამოგდება თვითმფრინავ „MC-130“-დან განხორციელდა. მისი წონა 9,5 ტონას შეადგენს. ამ დროისთვის ექსტრემისტებისთვის მიყენებული ზიანის შეფასება მიმდინარეობს.