პატრიარქის პირადი დაცვის შემადგენლობა სდსს-ის დაქვემდებარებაში გადავიდა

პატრიარქის პირადი დაცვის შემადგენლობა სდსს-ის დაქვემდებარებაში გადავიდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის პირადი დაცვის შემადგენლობა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაქვემდებარებაში გადავიდა. აღნიშნული ინფორმაცია ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

1-ელ აპრილამდე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის პირადი დაცვის შეამდგენლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ექვემდებარებოდა.