სკოლებსა და საბავშვო ბაღებში 14-დან 17 აპრილის ჩათვლით დასვენებაა

სკოლებსა და საბავშვო ბაღებში 14-დან 17 აპრილის ჩათვლით დასვენებაა

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სკოლებში და საბავშვო ბაღებში 14-დან 17 აპრილის ჩათვლით დასვენების დღეებია. 

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლები პარასკევს, 14 აპრილიდან დაისვენებენ. სასწავლო პროცესი სამშაბათს, 18 აპრილს განახლდება.

ანალოგიური გრაფიკით დაისვენებენ საბავშვო ბაღებიც. როგორც ”ინტერპრესნიუსს” თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, სააღმზრდელო პროცესი 14-დან 17 აპრილის ჩათვლით შეწყდება. საბავშვო ბაღები მუშაობას 18 აპრილს განაგრძნობენ.