ფრანსუა პეშომ საქართველოს სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამის დაწყება მიულოცა

ფრანსუა პეშომ საქართველოს სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამის დაწყება მიულოცა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში ფრანსუა პეშო საქართველოს სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამის დაწყებას ულოცავს. 

პეშომ „ინტერპრესნიუსს“ ექსკლუზიური კომენტარი მისცა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთვის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ ფარგლებში ახალი სამწლიანი პროგრამის დაწყების შესახებ.

„საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგრამის დაწყებას ვულოცავ და შემდგომი მჭირდო თანამშრომლობის იმედს გამოვთქვამ“, - განაცხადა სსფ-ს მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა და აღნიშნა, რომ სსფ-ს პროგრამის დოკუმენტების სრული ტექსტი სსფ-ს ვებ გვერდზეა განთავსებული.