ავიაკომპანია „Air Cairo“ საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის

ავიაკომპანია „Air Cairo“ საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის

ეგვიპტური ავიაკომპანია „Air Cairo“, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს, მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისი-ჰურგადა-თბილისის საჰაერო ხაზზე ფრენებს გაზრდილი სიხშირით შეასრულებს. 

ავიაკომპანია საჰაერო ხაზზე ოპერირებას ეტაპობრივად გაზრდის. კერძოდ, 8 მაისიდან, არსებულ 2 სიხშირეს დაემატება 1 და რეისები ყოველ ორშაბათს, სამშაბათსა და შაბათს შესრულდება. 

23 ივნისიდან ჰურგადადან თბილისის მიმართულებით ფრენებს „Air Cairo“ პარასკევობითაც შეასრულებს, ხოლო 5 ივლისიდან ოქტომბრის ბოლომდე ოპერირება კვირაში ხუთჯერ განხორციელდება (დაემატება ოთხშაბათი). ავიარეისები Airbus A320-ისა და Boeing B737-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია „Air Cairo“-ს დამატებითი სიხშირეებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2017 წლის აპრილის მიანიჭა.