თურქეთის შსს-მ ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, კიდევ 412 ადამიანი დააკავა

თურქეთის შსს-მ ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, კიდევ 412 ადამიანი დააკავა

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გუშინ ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, 412 ადამიანი დააკავეს, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ტერორისტული ორგანიზაცია „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ საქმიანობაში. აღნიშნულის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.

როგორც თურქეთის შს სამინისტროში განაცხადეს, ანტიტერორისტული ოპერაცია თურქეთის 21 პროვინციაში ჩატარდა.

სააგენტოს ინფორმაციით, რეიდის შედეგად კონკრეტულ მისამართებზე, სადაც დაკავებულები ცხოვრობდნენ, დიდი რაოდენობით იარაღი, საბრძოლო მასალა და დოკუმენტაციაა ამოღებული.

6-12 აპრილის პერიოდში თურქეთში „ისლამური სახელმწიფოს“ 131 ტერორისტი დააკავეს.