სამების საკათედრო ტაძარში ფეხთბანვის წესი შესრულდა

სამების საკათედრო ტაძარში ფეხთბანვის წესი შესრულდა

სამების საკათედრო ტაძარში ფეხთბანვის წესი შესრულდა. სამების ტაძარში საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ფეხთბანვის წესის შესრულება დაიწყო.  არქიდიაკვნის სიტყვებზე ”მოძღვარი გიხმობს” საკურთხევლიდან 12 სასულიერო პირი, მღვდელი გამოვიდა და მათთვის განკუთვნილ სკამებზე დასხდა. ტაძარში შესრულდა სპეციალური ლოცვები ამ წესის ჩასატარებლად, ასევე წმინდა სახარებიდან წაიკითხეს ადგილი, სადაც უფლის მიერ 12 მოციქულისთვის ფეხის დაბანვის შესახებ არის საუბარი, რომელიც იესო ქრისტემ სიმდაბლის ნიშნად აღასრულა. 
ფეხთბანვის წესის დასრულებისას პატრიარქი თითოეულ სასულიერო პირთან მიბრძანდა და ფეხი დაბანა.ტაძარში მსახურების ბოლოს პატრიარქი მრევლს დღევანდელ დღეს მიულოცავს და ტრადიციული ქადაგებით მიმართავს.