ალექსანდრე ელისაშვილი - შემოთავაზება იყო „რესპუბლიკელებიდანაც“ და „თავისუფალი დემოკრატებიდანაც“, მაგრამ თუ მერად კენჭისყრას გადავწყვეტ, არ ვაპირებ ვიყო რომელიმე პარტიის კანდიდატი

ალექსანდრე ელისაშვილი - შემოთავაზება იყო „რესპუბლიკელებიდანაც“ და „თავისუფალი დემოკრატებიდანაც“, მაგრამ თუ მერად კენჭისყრას გადავწყვეტ, არ ვაპირებ ვიყო რომელიმე პარტიის კანდიდატი

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი თბილისის მერის არჩევნებში რომელიმე პარტიის სახელით მონაწილეობას გამორიცხავს. როგორც ელისაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მას შეთავაზებები ჰქონდა „რესპუბლიკური პარტიიდან“ და „თავისუფალი დემოკრატებიდან“, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ მერობის კანდიდატად კენჭისყრას გადაწყვეტს, აუცილებლად იქნება დამოუკიდებელი კანდიდატი. „თუ გადავწყვეტ, რომ ვიყო მერობის კანდიდატი, მე ვიქნები დამოუკიდებელი კანდიდატი. არც ერთი პარტიის კანდიდატი არ ვიქნები, ეს არის ერთმნიშვნელოვანი ამბავი. ის, რომ პარტიები რაღაცებს მთავაზობენ, კი ბატონო, ეს არის ფაქტი, ამას არ უარვყოფ. მადლობელი ვარ შემოთავაზებების, მაგრამ არ ვაპირებ ვიყო რომელიმე პარტიის კანდიდატი. ოღონდ ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ის არის, რომ ჯერ არ ჩამოვყალიბებულვარ, ვაპირებ კანდიდატურის დაყენებას თუ არა, იმიტომ, რომ ჯერ არჩევნების თარიღი არ გამოცხადებულა და არასერიოზული იქნება ამაზე საუბარი“, - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.