ისტორიამ დაამტკიცა, როდესაც მოსკოვი და ვაშინგტონი თანამშრომლობენ, მოგებული რჩება მთელი მსოფლიო

ისტორიამ დაამტკიცა, როდესაც მოსკოვი და ვაშინგტონი თანამშრომლობენ, მოგებული რჩება მთელი მსოფლიო

მოსკოვში სერგეი ლავროვისა და რექს ტილერსონის მოლაპარაკებები გაიმართა. მთავარი განსახილველი საკითხები სირია, უკრაინა, ჩრდილოეთ კორეა და ორმხრივი ურთიერთობები იყო. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. 

ლავროვის შეფასებით, მოლაპარაკებები გამოვიდა ღია და მოიცვა საკითების მთელი სპექტრი, რომლებიც მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობებისთვის. 
„ჩვენ დავამტკიცეთ ჩვენი საერთო მიმართულება საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლის შესახებ“, - განაცხადა ლავროვმა. მანვე დასძინა, რომ მოსკოვი ხედავს ხელშეშლის მცდელობას რუსეთისა და აშშ-ს თანამშრომლობასთან დაკავშირებით და კონფრონტაციის გაუარესებას. მისივე განცხადებით, ისტორიამ დაამტკიცა, როდესაც მოსკოვი და ვაშინგტონი თანამშრომლობენ, მოგებული რჩება არა მხოლოდ ჩვენი ხალხი, არამედ მთელი მსოფლიო. 

ლავროვის ინფორმაციით, მოსკოვი და ვაშინგტონი სპეციალურ წარმომადგენლებს დანიშნავენ იმისთვის, რომ ემოციის გარეშე გამოავლინონ „გამაღიზიანებლები ურთიერთობებში“.