ნიკი ჰეილი - აშშ-ის ადმინისტრაციამ რუსეთს სახის შენარჩუნების შანსი მისცა

ნიკი ჰეილი - აშშ-ის ადმინისტრაციამ რუსეთს სახის შენარჩუნების შანსი მისცა

იდლიბში ქიმიური იარაღის გამოყენების შემდეგ, აშშ-ის ადმინისტრაციამ რუსეთს სახის შენარჩუნების შანსი მისცა, - განაცხადა გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, ნიკი ჰეილიმ CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში. 
ელჩის თქმით, მოსკოვის ოპერატიული რეაქცია იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთმა ყველაფერი წინასწარ იცოდა. 
„რუსებმა ძალიან სწრაფად მოახდინეს რეაგირება და თავის დაცვა დაიწყეს. არ დატოვეს შთაბეჭდილება, რომ შოკირებულნი ან გაოცებულნი იყვნენ“, - აღნიშნა ნიკი ჰეილიმ. 
„ვფიქრობ, რუსები ნერვიულობენ. ისე იქცევიან, თითქოს ასადის ქმედებებმა და მათმა ძალისხმევამ ხელი დააფარონ მას, შეასუსტეს მათი პოზიციები. მათ ესმით, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ მათ ვერსიას არ დაუჯერა“, - განაცხადა გაერო-ში აშშ-ის ელჩმა. 
მისი თქმით, რუსეთი „სახის შენარჩუნებას“ ცდილობს და აშშ მას ამის შესაძლებლობას აძლევს.