მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში პოლიციის ავტომანქანაც ფიგურირებს

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში პოლიციის ავტომანქანაც ფიგურირებს

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში პოლიციის ავტომანქანაც ფიგურირებს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუხადეს, შსს-ს ავტომანქანა ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად დაზიანდა. 

შსს-ში განმარტავენ, რომ პირველადი ინფორმაციით, ერთმანეთს ”ბე ემ ვეს” და ”მერსედესის” მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ, რის შემდეგაც ერთი ავტომობილი შსს-ს ავტომობილს შეეჯახა. შსს-ში ამ ეტაპზე არ საუბრობენ, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა შსს-ს კუთვნილ ავტომანქანაში და დაშავდა თუ არა ვინმე. 

აღნიშნული ავარიის დროს ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. 

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გული