დონალდ ტრამპი - ასადის სახით რუსეთი მხარს უჭერს ბოროტ ადამიანს, რუსეთს მხარი რომ არ დაეჭირა ამ ცხოველისთვის, დღეს პრობლემები არ იქნებოდა

დონალდ ტრამპი - ასადის სახით რუსეთი მხარს უჭერს ბოროტ ადამიანს, რუსეთს მხარი რომ არ დაეჭირა ამ ცხოველისთვის, დღეს პრობლემები არ იქნებოდა

ბაშარ ალ-ასადის სახით რუსეთი მხარს უჭერს ბოროტ ადამიანს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox Business Network-სთვის მიცემულ ინტერვიუში. 

„პუტინი მხარს უჭერს ადამიანს, რომელიც სინამდვილეში ბოროტია“, - განაცხადა ტრამპმა.

„ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდია რუსეთისთვის. ეს ძალიან ცუდია კაცობრიობისთვის. ეს ძალიან ცუდია მსოფლიოსთვის“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. 

დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ასადის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება საფუძველს იძლევა მას „ცხოველი“ უწოდო.

„რუსეთი რომ არ შესულიყო სირიაში და მხარი არ დაეჭირა იმ ცხოველისთვის, დღეს ეს პრობლემები არ იქნებოდა“, - დასძინა ტრამპმა.