პოლიტიკური გუნდი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, როცა ამის დრო დადგება

პოლიტიკური გუნდი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, როცა ამის დრო დადგება

ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. პოლიტიკური გუნდი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, როცა ამის დრო დადგება, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა კითხვაზე პასუხისას, აპირებს თუ არა მომავალ არჩევნებზე მერის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებას. 

”დაველოდოთ გადაწყვეტილებებს. მე ვარ გუნდურად მოთამაშე და გუნდში რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, იმას დავემორჩილები”, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.