ევროკავშირმა ირანს სანქციები გაუხანგრძლივა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
გადაწყვეტილების მიზეზად ადამიანის უფლებების დარღვევა სახელდება. გახშირებული ძალადობის ფაქტები ქვეყნის იმიჯზე სერიოზულ გავლენას ახდენს. სანქციები 82 ადამიანზე და 1 იურიდიულ პირზე გავრცელდება. მათ ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა აეკრძალებათ, გაიყინება ევროპაში არსებული აქტივები, ირანში კი ისეთი საგნების და აღჭურვილობის შეტანის უფლება შეიზღუდება, რომელიც შეიძლება ხელისუფლებამ სატელეკომუნიკაციო კონტროლისა და სხვა სახის რეპრესიებისთვის გამოიყენოს.