საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილთა რიცხვი ყოველდღიურად მატულობს, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარი კომპანია, შპს ,,ფელინ გლობალი“ შეემატება.
ფოთში კომპანია ახალ სამკერვალო ქარხანას გახსნის, სადაც 200 ადგილობრივი მაცხოვრებელი დასაქმდება. ახლად აშენებულ საწარმოში, შპს ,,ფელინ გლობალი“ ქალისა და მამაკაცის ტანისამოსის წარმოებას შეძლებს და სამომავლოდ პროდუქციას ექსპორტზე გაიტანს. კომპანიის დამფუძნებლები თურქი ინვესტორები არიან, რომლებსაც მსგავს ინდუსტრიაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ და რამდენიმე მსხვილ კომპანიასთან წარმატებით თანამშრომლობენ.
შპს ,,ფელინ გლობალი,“ რომელიც 2017 წლის აგვისტოს თვეში გაიხსნება, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 7 440 000 ლარს შეადგენს.