სტამბოლის პროკურატურა გაზეთ „ზამანის“ 30 თანამშრომლისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვს

სტამბოლის პროკურატურა გაზეთ „ზამანის“ 30 თანამშრომლისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვს

სტამბოლის პროკურატურა გაზეთ „ზამანის“ 30 თანამშრომლისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვს, - იუწყება სააგენტო „ანადოლუ“. 

როგორც სააგენტო იუწყება, საბრალდებო დასკვნა სასამართლოს გადაეცა, რომელმაც 15 დღის განმავლობაში გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლო პროცესის დაწყების თაობაზე. 

ოპოზიციური გაზეთ „ზამანის“ თანამშრომლებს, მათ შორის ხელმძღვანელობასა და ჟურნალისტებს ბრალად ედებათ გასული წლის ივლისში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობში მონაწილეობა, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა და სახელმწიფო მოხელეებისთვის მოვალეობების შესრულებში ხელის შეშლა. 
სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ გაზეთი „ზამანი“ დახურეს.