ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი მეთაური, მეტსახელად „ლომი“ მოკლეს

ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი მეთაური, მეტსახელად „ლომი“ მოკლეს

ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთით ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი მეთაური გაანადგურეს. ამის შესახებ ავღანეთის სარი-პულის პროვინციის გუბერნატორმა განაცხადა.

„მოკლულია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი მეთაური ქარი შერ მუჰამადი, რომელიც ცნობილია მეტსახელით „ლომი“. მასთან ერთად ლიკვიდირებულია მუჰამადის სამი თანმხლები პირი, რომლებიც მისი მცველები იყვნენ“, - აცხადებს გუბერნატორი მოჰამად ზაქირ ბახდათი.

გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტების ლიკვიდაცია საიადის რაიონში მომხდარი შეტაკებების დროს მოხდა.