ორთაჭალაში მამამ შვილი მოკლა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, დანაშაულში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
რა გახდა მკვლელობის მოტივი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ერთ-ერთ მოტივად შელაპარაკება სახელდება.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 11-108-ე (ოჯახში ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) მიმდინარეობს.